"იძებნება სახელმწიფო"- თბილისში შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია იმართება

06.06.21 14:38
"იძებნება სახელმწიფო"- თბილისში შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია იმართება

"იძებნება სახელმწიფო", "სოლიდარობა შუქრუთელებს" - ამ ლოზუნგებით შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში, თბილისში იმართება. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პუშკინის სკვერში არიან შეკრებილი და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად დაინტერესდეს შუქრუთელების პრობლემებით.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შუქრუთელების ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოსთან შუქრუთელები უკვე 27-ე დღეა შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ, რის გამოც დღეს -ერთ ერთი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადგილზე სასწრაფო დამხარების გამოძახება გახდა საჭირო.

შუქრუთელები უკვე თვეებია, "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და შუქრუთელების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.