არ დავთმობთ, არ დავემორჩილებით ლიბერალებს - მეუფე სტეფანეს მუქარა ამბიონიდან

06.06.21 15:12
არ დავთმობთ, არ  დავემორჩილებით ლიბერალებს -  მეუფე სტეფანეს მუქარა ამბიონიდან

"არ დავთმობთ, არ  დავემორჩილებით ლიბერალებს" -  ასე მიმართა  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ამბიონიდან საზოგადოებას. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის გაღიზიანება ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე სასამართლოს განჩიენბამ გამოიწვია. მეუფე სტეფანეს თქმით, კანონი ქრისტიანობას ეწინააღმდეგება და არ დაემორჩილებიან.

ღმერთის ნაცვლად გვმართავს ლიბერალიზმი, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონის უზენაესობას, როემლსაც გვითხზავენ და გვიწერენ ლიბერალები, წამოენთენ და დაიწყეს პროპაგანდა-აგიტაცია. ჩვენ შევეწირებით და ამნაირ რაღაცას არ დავთმობთ, არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს და არც ცრუ კანონებს, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდგოა,დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი" - თქვა მეუფე სტეფანემ ამბიონიდან.