ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე - დამწვარია 20-მდე მანქანა

06.06.21 17:03
ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე - დამწვარია 20-მდე მანქანა

რუსთავის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 20-მდე ავტომობილი დაიწვა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

ხანძარი თავდაპირველად ავტომობილების ოფისს გაუჩნდა და შემდეგ პარკინგზე არსებული ავტომობილები დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.