ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები გაიყვანეს
ნინოწმინდის პანსიონიდან საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შშმ ბავშვები გაიყვანეს. პანსიონიდან გაყვანილია 7 შშმ ბავშვი.
ბავშვების გადანაწილებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
დღეს დილიდან პანსიონი კიდევ 9 ბავშვმა დატოვა. ბავშვებს მშობლებმა მოაკითხეს და მათი განმარტებით, საზაფხულო არდადეგების გამო წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, PHR-ის შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განჩინების მიხედვით, შშმ ბავშვების პანსიონიდან გაყვანა სახელმწიფოს დაევალა.