მადლობა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, პოლიციას - მეუფე სპირიდონი

06.06.21 20:09
მადლობა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, პოლიციას  - მეუფე სპირიდონი

სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა ამბიონიდან მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა. სპირიდონის თქმით, მათ პანსიონს დიდი დახმარება გაუწიეს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას ივანიშვილს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ისინი წლების განმავლობაში, დაარსების დღიდან, ამ პანსიონატს ძალიან სერიოზულად, კარგად ეხმარებოდნენ. ისევე როგორც ზესტაფონის ბავშვთა სახლს. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პოლიციას, გვერდით გვიდგანან ისინი ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს", - თქვა სხალთელმა მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები