რუსთავში ჯეკპოტის მოგების შემდეგ პირს კაზინოს პერსონალმა სცემა და თანხა გაუნულა

06.06.21 20:30
რუსთავში ჯეკპოტის მოგების შემდეგ პირს კაზინოს პერსონალმა სცემა და თანხა გაუნულა

რუსთავში დეპუტატ ისკო დასენის კუთვნილ კაზინო 777-ში მოქალაქემ ჯეკპოტი მოიგო, თუმცა კუთვნილი 300 ათასი ლარი მას არ მისცეს. თანხის მოთხოვნის შემდეგ დაცვამ მას სცემა და დაწესებულებიდან გამოაგდო.

კლუბის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პროგრამამ გაჭედა  და მომხმარებელს  რეალურად არანაირი თანხა არ მოუგია.

ბაირამოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მასზე დაცვის სამსახურის წევრებმა იძალადეს, დასახმარებლად პოლიციას მიმართა. თუმცა მისი თქმით, პოლიციას ამ დრომდე შიდა კადრებიც კი არ ამოუღია.

ფაქტს ასევე თვითმიხლველებიც ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ მოგების შემდეგ ბაირამოვი გარეთ ძალის გამოყენებით გააგდეს.

დავინახე, რომ მოიგო ადამიანმა, მერე უცებ დაცვამ აპარატს მოაშორა და გარეთ გააგდო. მოიყვანეს ორი ბიჭი, რომლებმაც აპარატი გახსნეს და უცბად გაანულეს ციფრები. ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი",- ამბობს თვითმხილველი.