საქართველოში 11 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 11 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა- სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა და ის თბილისის დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.
მეორე მიწისძვრა კი 20: 15 საათზე დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.