გასამდა! - სალომე ზურაბიშვილი რევაზ გაბრიაძის გარდაცვალებაზე
გასამდა! - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეატრისა და კინოს რეჟისორის, რევაზ გაბრიაძის, გარდაცვალებას სოციალურ ქსელში.
გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე... ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა - მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!, - წერს ზურაბიშვილი.
კინოსა და დრამის რეჟისორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი, რევაზ გაბრიაძე, 6 ივნისს, 84 წლის ასაკში, გარდაიცვალა.