წვიმა, ქარი, ელჭექი, სეტყვა - ამინდის პროგნოზი

07.06.21 10:14
წვიმა, ქარი, ელჭექი, სეტყვა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი. 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ჰაერის ტემპერატურა  +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.