ცალ ფეხზე დგომა, საკვების გამოტოვება, ძილის აკრძალვა - დასჯის მეთოდები ნინოწმინდის პანსიონში

07.06.21 11:21
ცალ ფეხზე დგომა, საკვების გამოტოვება, ძილის აკრძალვა - დასჯის მეთოდები ნინოწმინდის პანსიონში

სახალხო დამცველი დასჯის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის შესახებაც მას ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებმა უამბეს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად, მცირეწლოვან ბავშვებზე ხდებოდა, ცოტა მოზრდილები კი, თავის დაცვას და პროტესტის გამოხატვას ასე თუ ისე მაინც ახერხებდნენ. 

ძირითადად, მათზე ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიურიც ხორციელდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში, ანუ დაახლოებით ასახელებენ 4-დან 10 წლამდე და შემდეგ უკვე, როგორც ისინი აცხადებენ, როცა გაიზარდნენ უკვე ჰქონდათ საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ, ან გაეპროტესტებინათ მსგავსი მოპყრობა. ისაუბრეს, ძირითადად, ერთი და იმავეზე, ეს არის ცალ ფეხზე დაყენება და ხელში სკამით დგომა, ასევე, ასახელებენ, ღამის განმავლობაში ფეხზე დგომას. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, რომ ორი ღამის განმავლობაში საერთოდ არ ეძინა, როგორც დასჯის მეთოდი და საკმაოდ პატარა იყო იმ ასაკში და ასევე, ასახელებენ შეურაცხყოფის ფაქტებსაც, მათ შორის, მშობლების მიმართ. ეს იყო ყველაზე მტკივნეული, რომ მშობლების ცუდად მოხსენიების, ასე ვთქვათ, დამცირებას ბავშვების. ასევე, საკვების გამოტოვებას, იმას, რომ აყურებინებდნენ, როგორ ჭამდნენ სხვები, ან თავად აღმზრდელები, - ამბობს ომბუდსმენი.