სახელმწიფოს უთავმოყვარეო ცეკვა ეკლესიასთან - მამა თამაზი მთავრობას აკრიტიკებს

07.06.21 11:18
სახელმწიფოს უთავმოყვარეო ცეკვა ეკლესიასთან - მამა თამაზი მთავრობას აკრიტიკებს

"სახელმწიფომ არ უნდა დაიწყოს უთავმოყვარეო ცეკვა ეკლესიასთან" - გერმანიაში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მამა თამაზი, ნინოწმინდის პანსიონის თემას ეხმაურება. მღვდელმსახურმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ სასულიერო პირი კანონმორჩილი უნდა იყოს. 

ეკლესია, ეპისკოპოსები, მღვდლები, მორწმუნეები კანონმორჩილნი უნდა ვიყოთ და სახელმწიფომ უთავმოყვარეო ცეკვა არ უნდა დაიწყოს ეკლესიასთან, მაწყობს ეხლა ეკლესია არჩევნებში და დანაშაულს ვაპატიებ, ორივე მხრიდან ღირსეული პოზიცია უნდა იყოს და ყველაფერი იქნება დალაგებული. შემირცხვენია პოლიციელი, რომელიც კანონს დაარღვევს იმიტომ, რომ პოლიტიკოსმა ესე უთხრა", - ამბობს მამა თამაზი.