შუქრუთელების პროტესტი - მოშიმშილეების მდგომარეობა გაუარესდა
აშშ-ს საელჩოსთან მოშიმშილე შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მშრალ შიმშილობაზე მყოფ ადამინები გვიან ღამით შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირამოკერილ ადამიანებს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ შეხვედრიან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოსთან შუქრუთელები უკვე 28-ე დღეა, შიმშილობენ, ხოლო მეოთხე დღეა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
შუქრუთელები უკვე თვეებია, "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და შუქრუთელების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.