გვაქვს ეჭვი, რომ პანსიონში ბავშვები კანონის გვერდის ავლით ირიცხებოდნენ - ომბუდსმენი

07.06.21 11:33
გვაქვს ეჭვი, რომ პანსიონში ბავშვები კანონის გვერდის ავლით  ირიცხებოდნენ - ომბუდსმენი

ომბუდსმენი ეჭვობს, რომ  ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები კანონის გვერდის ავლით შეჰყავდათ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2016 წლის შემდეგ პანსიონს ახალი ბავშვები არ მიუღია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ იქ მცირეწლოვანებიც იმყოფებიან. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პანსიონში ჩარიცხულები არიან ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს ინფორმაცია არ ჰქონია.

დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ აღრიცხული, რომელთა შესახებაც ზრუნვის სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად, არ იყვნენ რეგისტრირებულები. მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ ბავშვების ჩარიცხვის თარიღს ასახელებს თვითმხილველი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი იქ საერთოდ ვერ შედიოდა. ეს ყველაფერი გვიმყარებს ეჭვს, რომ დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა ხდებოდა ისე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ბავშვების იქ არსებობის თაობაზე და შესაბამისად, მათ საჭიროებებიც იყო მაღალი ალბათობით უგულებელყოფილი, - ამბობს ნინო ლომჯარია.