ხმაური რიონის ხეობაში - პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

07.06.21 11:52
ხმაური რიონის ხეობაში - პოლიციასა  და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

რიონის ხეობაში ღამე ხმაური იყო. სოფელ ზარათში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციელებმა მათ მეზობელ სოფელში გადაადგილების უფლება არ მისცეს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა ქვებითა და ლოდებით გადაკეტეს.

ხეობის მცველები დღეს სოფელ გუმათში შეიკრიბებიან და "ენკას" ოფისისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. დღესვე აქციის მონაწილეები სასამართლოსთანაც შეიკრიბებიან,  სადაც აქტივისტების სასამართლოა ჩანიშნული.