მედიის თავისუფლება - ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

07.06.21 12:16
მედიის თავისუფლება  - ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

აშშ-სს ახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატს დეტალურად ესაუბრნენ იმ სირთულეებზე, რომელიც კრიტიკულ მედიას აქვს.  

ჰქონდათ, ბუნებრივია, კითხვები, მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ პროცესში, მითუმეტეს, არჩევნების წინ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. საქმე შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ასევე, რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაზე და ასევე, მარეგულირებელსაც შეეხო ეს საქმე, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ გააკონტროლოს მის მიერ არაკონტროლირებადი ტელევიზიები, - ამბობს არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენელი. 

ფილიპ რიკერი ოფიციალური შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში გამართავს. უცხოელი დიპლომატი თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამართავს. დღის ბოლოს ის ოპოზიციასაც მოუსმენს.