ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მოსწავლის მუქარის საქმეში? - რას ამბობენ სკოლაში
ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა სკოლის მოსწავლის მუქარის საქმეში? განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ამილახვარის უწყების შიდა აუდიტი სწავლობს. სავარაუდო მუქარის მსხვერპლი მეცხრე კლასელი გოგონაა.
"პირველები" მთელი დღეა ვცდილობთ სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა ის კავშირზე არ გამოდის. მათ შორის ჩაკეტილია სკოლის კარგი, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებიან სკოლის წარმომადგენლები.
სკოლის მასწავლებელი კი"პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ფაქტის შესახებ ლაივით შეიტყო და მანამდე სკოლა ინფორმირებული არ იყო.
მე არ ვარ აქ ყოველდღე სკოლაში, მოვედი გუშინ. დაპირისპირება ან რაღაც მსგავსი მე არ გამიგია. მე ადმინისტრაციის წევრი არ ვარ, გავიგე იმ ლაივით ეს ამბავი, საიდანაც გაიგეთ თქვენ. ვასწავლიდი ამ ბავშვს, არანაირი პრობლემა არ შემიმჩნევია, ხალისიანი, კარგი ბავშვი არის. გამიკვირდა, როცა ლაივი ვნახე. მასწავლებელი ვარ ყველა ამ მოსწავლის და რა თქმა უნდა, მაინტერესებს და გვაინტერესებს ყველას, რა მოხდა". - ამბობს მასწავლებელი.
მოზარდის დედა კი ამტკიცებს, რომ დახმარების თხოვნით სკოლას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა შემზარავი ამბით არავინ დაინტერესებულა. საქმეზე გამოძიებაა აქვს დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ახლა ცენტრალური კითხვაა, როგორ შეძლეს მოზარდებმა ბასრი საგნის სკოლაში შეტანა, რომლითაც შემდეგ თანაკლასელს ემუქრებოდნენ. მოზარდებთან უკვე დაიწყეს მუშაობაა ფსიქოლოგებმაც.
ბულინგი, მუქარა და დამცირება - მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ. უმძიმესი ფაქტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ხდება.
სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა წერილი, რომელიც გოგონას სასკოლო ჩანთაში სავარაუდოდ თანატოლმა დაუტოვა. წერილის შინაარსი მძიმე მოსასმენია.
გელათის საჯარო სკოლის ფაქტზე შსს-ს გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო.