ცალ ფეხზე ვიდექით და სკამები გვეჭირა, ჩვენ თავს უფროს ბიჭებს აცემინებდნენ - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი
არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ნინოწმინდის პანსიონში. უმძიმეს ისტორიას ,,პირველებს" თავშესაფრიდან წამოსული კიდევ ერთი არასრულწლოვანი უყვება.
მოზარდი, რომლმაც მეუფე სპირიდონის თავშესაფარში 13 წელი გაატარა და იქიდან 3 წლის წინ გამოიქცა, დეტალურად ისხენებს, რა ხდებოდა ჩაკეტილ კარს მიღმა. არასრულწოვანი ძალადობაში კონკრეტულ პირებს ამხელს და მათ გვარებს ასახელებს.
ძალიან ცუდი დასჯის მეთოდები ჰქონდათ, მუხლებზე ვიდექით, მშივრები ვწვებოდით ხშირად, სკამები ხელში გვეკავა და ცალ ფეხზე ვიდექით, როცა წამოვიზარდეთ და დაჩაგვრის უფლებას არ ვაძლევდით, დიდ ბიჭებს აძლევდნენ განკარგულებას, სცემეთო. ისინიც გვცემდნენ, ისეთი ამბავი მეც შემემთხვა, 13 წლის ვიყავი, როცა 17 წლის ბიჭმა მცემა, ამის გამო 2 თვე სკოლაში ვერ დავდიოდი. სკოლის დირექტორმა კი ოქმი დამაწერინა, რომ ასეთი ამბავი სკოლაში არ მომხდარაო. მასწავლებლების ისე გვეშინოდა, ვერ ვეუბნებოდით, მთელი დღე ლოგინში გვაწვენდნენ, საბანს გვაფარებდნენ თავზე... - ჰყვება ტვ პირველთან ერთ-ერთი დაზარალებული.
ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, არასრულწლოვანებზე ძალადობაში განსაკუთრებით აქტიურობდა 4 პედაგოგი: ირინა სარალიძე, ირინა ფერაძე, ირმა გორდეზიანი და მზია ბერიძე. ამათგან 2 დღესაც პანსიონში მუშაობს.