ვითარება ნინოწმინდის პანსიონში - პოლიციაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს

07.06.21 15:29
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში -  პოლიციაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს

გამოკითხვების სერია ბავშვთა სახლის სადავო საქმეზე -  ნინოწმინდის პოლიციაში თავშესაფრის აღმზრდელები იკითხებიან. პარალელურად ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ევაკუაციის ახალ პროცესს ელოდებიან.

პოლიცია არ საუბრობს, გამოიკითხა თუ არა პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი და რა ინფორმაცია მიაწოდეს ნინოწმინდის პანსიონის პედეგოგებმა გამოძიებას. 

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მასწავლებლები, აღსაზრდელები გამოჰკითხეს, ყველა გამოიკითხება, ვინც სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, გამოკითხულია თუ არა მეუფე სპირიდონი, ამას ვერ გეტყვით, ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ - აცხადებს ტვ პირველთან სამართალდამცველი.

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები ამბობენ, რომ თავშესაფარში 40 ბავშვი რჩება და 20 -ის წასვლა მათთვის დიდ გულისტკივილთანაა დაკავშირებული. 

პატარაობიდან ერთად რომ ვიზრდებით და წავლენ, ეს დიდი საშინელებაა. მე გამომკითხეს, თუ იყო ცუდი პირობები, შეიძლება , პანსიონი გადაკეთდეს, გუშინ გვითხრეს. ყველა ამბობს, რომ პანსიონი დაიკეტება - აცხადებს ერთ-ერთი აღსაზრდელი.

საპატრიარქო გეგმავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საგამოძიებო მოქმედებები პანსიონში ამ წუთებში არ მიმდინარეობს.

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში  სოციალური სამსახურის 3 თანამშრომელი შევიდა.

მსგავსი სიახლეები