პროტესტი რიონის ხეობაში - აქტივისტები ქუთაისისკენ მსვლელობას მართავენ

07.06.21 15:39
პროტესტი რიონის ხეობაში - აქტივისტები ქუთაისისკენ მსვლელობას მართავენ

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები  გუმათში შეიკრიბნენ და ქუთაისში კომპანია "ენკას" ოფისისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ. 

ხელისუფლება არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას, არ იქნა ჩვენი პირობები შესრულებული, უმნიშვნელოვანესი ინტერესები სახელმწიფოსი და თითოეული ჩვენგანის ეწირება იმ პროცესს, რაც ხდება რიონის ხეობაში. მოვედით დღეს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ იფიქრონ, ეს პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც მათ აქვთ დაგეგმილი. ჩვენ შევაჩერებთ იმ უსამართლობას, რაც ხდება", - ამბობს რიონის მცველი, ვარლამ გოლეთიანი. 

რიონის მცველები დღეს ქუთაისის სასამართლოსთანაც შეიკრიბებიან, სადაც 8 აქტივისტის პროცესია ჩანიშნული.

 

 

მსგავსი სიახლეები