მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ აქციას მართავენ

07.06.21 15:47
მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ აქციას მართავენ

,,მეუფე სპირიდონს ბავშვების ქრისტიანულად აღზრდა სურს, ლომჯარია უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს" - ამ სლოგანით მარჯანიშვილის მოედანზე ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის, მომხრეები შეიკრიბნენ.

აქციის მონმაწილეები სასულიერო პირს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ გაჟღერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი  ლომჯარიას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, აქცია მსვლელობით სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და ნინოწმინდაში არსებული ვითარება იქ გააპროტესტონ.