"მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია" - მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა

07.06.21 16:34
"მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია" - მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა  და სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, გადადგომა მოითხოვა.  ვასაძის თქმით, სახალხო დამცველი ქართულ ტრადიციებს პატივს უნდა სცემდეს,

ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება საქართველოში, მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია. ის სახალხო დამცველი, რომელიც დაინიშნება მის ადგილზე ასახავდეს პატივისცემას, თავდახრას და თავყვანისცემას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ," - ამბობს ვასაძე. 

ლევან ვასაძემ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელს,  მეუფე სპირიდონს, სოლიდარობა გამოუცხადა და   თქვა, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. 

წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, როგორიც არის მეუფე სპირიდონი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა, ემსახურება დედა ეკლესიას, აკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვებს ღირსეული აღზრდის საშუალება მისცეს. როგორ გგონიათ, იქ თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მეუფე სპირიდონზე მეტად ვინმეს აინტერესებს ამ დარღვევის გამოსწორება და ამისი აღკვეთა. აღმაშფოთებული წილწავარდნილი ფაშიზმი ბრალდებებისა, ნიაღვარი ტალახისა, რომელიც იღვრება მეუფე სპირიდონის და დედა ეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა ვითმინოთ?" - მიმართა ლევან ვასაძემ შეკრებილებს.  

სპირიდონის მხარდამჭერები მარჯანიშვილის მოედანზე არიან შეკრებილები. ისინი ომბუდსმენის ოფისის გაუქმებას ითხოვენ.