თქვენი დასასრულის დასაწყისია - ლევან ვასაძის მუქარა მედიას და NGO-ებს

07.06.21 16:49
თქვენი დასასრულის დასაწყისია - ლევან ვასაძის მუქარა მედიას და  NGO-ებს

ლევან ვასაძე ყველა იმ ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის დასჯას მოითხოვს, რომელიც მისი აზრით, ტრადიციებს შეურაცხყოფს და ნინოწმინდის ამბების გაშუქებისას "წილი მიუძღვის ცილისწამებაში".

მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება და ის ჟურნალისტი, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც წილი მიუძღვის ცილისწამებაში და შეურაცხყოფაში ჩვენი ტრადიციისა, დასჯილი იყოს კანონის შესაბამისად. თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ თქვენ  ამ დღეებში", - თქვა ლევან ვასაძემ. 

ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, გადადგომა მოითხოვა.  

მსგავსი სიახლეები