ფანჯრები დახურეს და ფიცრით მცემეს - სისასტიკე ნინოწმინდის პანსიონში

07.06.21 17:26
ფანჯრები დახურეს და ფიცრით მცემეს -  სისასტიკე ნინოწმინდის პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელი "ტვ პირველს" ძალადობის შემზარავ დეტალებს უყვება. მოზარდი ჰყვება, რომ მას და სხვა აღსაზრდელებს პედაგოგები ფიცრებით სცემდნენ. 

არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მეუფე სპირიდონმა ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა: 

მასწავლებელს რომ გავაბრაზებდით, ყურს გვიწევდნენ, თუმცა ძაან თუ გავაბრაზებდით, კუთხეში გვაყენებდნენ და სანამ არ დაგვიძახებდნენ, იქ ვიყავით. ძალიან რომ გავაბრაზებდით, ჯოხით, ან ფიცრით გვცემდა. მტკიოდა! სხვა ბავშვებსაც ასე სცემდნენ. ფანჯრები დახურეს, რომ ვინმეს ხმა არ გეგონა. 

მეუფემ ამის შესახებ არ იცოდა. არ ვეუბნებოდი, სირცხვილი იყო"- აცხადებს ერთ-ერთი ბენეფიციარი. 

მსგავსი სიახლეები