მღვდელმთავარი მედიის წინააღმდეგ - მეუფე ნიკოლოზი პანსიონთან რკინის ბარიკადების აღმართვას ითხოვს

07.06.21 18:16
 მღვდელმთავარი მედიის წინააღმდეგ - მეუფე ნიკოლოზი პანსიონთან რკინის ბარიკადების აღმართვას ითხოვს

ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზი მედიის წინააღმდეგ - სასულიერო პირი ნინოწმინდის პანსიონთან რკინის ბარიკადების აღმართვას მოითხოვს. 

შესაბამისი მოთხოვნით მაღალი იერარქი დღეს პოლიციაშიც იმყოფებოდა. მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ადგილზე მედიის მუშაობის გამო აღსაზრდელები სტრესში არიან. 

სანამ აქ მოვიდოდი პოლიციაში გავიარე, მოვითხოვე პასუხისმგებელი პირი და მოვთხოვე მას ამ ტერიტორიაზე დააყენოს რკინის ჯებირი, მავთული, ლენტი გააბან, რომ ჟურნალისტები გალავანზე არ ავიდნენ და ბავშვები სტრესულ გარემოში არ ამყოფონ. დღეს ბავშვები სკოლაში არ წავიდნენ, იმიტომ რომ მათ ჟურნალისტების შიში აქვთ. ბავშვები ვერ ლაპარაკობენ, რადგან ჰქონიათ, რომ მათი ლაპარაკი იწერება"- თქვა სასულიერო პირმა.