ლენტეხში ცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07.06.21 09:42
ლენტეხში  ცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში  ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა  5 ივნისს მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს.  

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
არსებული ინოფრმაციით, ადგილობრივები  გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები