ოზურგეთში კომენდანტის დროს "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

08.06.21 10:07
ოზურგეთში კომენდანტის დროს "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთში,  კომენდატის საათის დროს "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.  "პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სალაროდან 135 ლარი წაიღო და მიიმალა. მისი დაკავება სამართალდამცავებმა გამთენიისას შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარებს.