სასამართლომ ნამახვანჰესის აქციაზე დაკავებული აქტივისტები გაამართლა

07.06.21 23:50
სასამართლომ ნამახვანჰესის აქციაზე  დაკავებული აქტივისტები გაამართლა

სასამართლომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 27 მაისს დაკავებული აქტივისტები გაამართლა, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

სასამართლოს შენობასთან, პროცესის პარალელურად, რიონის ხეობის მცველები იყვნენ შეკრებილები. 

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს სოფელ გუმათში გამართულ აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს.

შსს მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.