საპატრიარქომ რუსეთს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა

08.06.21 10:50
საპატრიარქომ რუსეთს დაქვემდებარებული  უკრაინის ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის მოსკოვს დაქვემდებარებულ იერარქებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, 7 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი, ანტონი, ეწვია. სასულიერო პირებმა  უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები განიხილეს. 

2021 წლის 7 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ეწვია.
 შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა 
და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
 შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 
 

 

მსგავსი სიახლეები