ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა ბავშვმა დატოვა

08.06.21 11:27
ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა ბავშვმა დატოვა

ნინოწმინდის პანსიონატი კიდევ ერთმა ბავშვმა დატოვა.მცირეწლოვანი დაწესებულებიდან დედამ გამთენიისას გაიყვანა. მშობელს შვილის დაწესებულებიდან წაყვანის მიზეზი არ დაუსახელებია. 

დღეს ერთკვირიანი პაუზის შემდეგ პანსიონის ადმინისტრაციამ ბავშვებს სკოლაში წასვლის უფლება მისცა.

ნინოწმინდის პანსიონი ამ დროის მონაცემებით, 22-მა აღსაზრდელმა დატოვა, მათ შორის არის 7 შშმ ბავშვი, რომელიც პანსიონიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაიყვანეს. 

პანსიონში ამ დრომდე 31 ბავშვი რჩება.