თავი ჰქონდა დაჩეჩქვილი და თვალები დაზიანებული - ლენტეხში მომხდარი მკვლელობის დეტალები

08.06.21 11:28
თავი ჰქონდა დაჩეჩქვილი და თვალები დაზიანებული - ლენტეხში მომხდარი მკვლელობის დეტალები

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ლენტეხში - არსებული ინფორმაციით, რობინზონ თუთარაშვილს მკვლელობაში ბრალდებულები თანხას სისტემატიურად სძალავდნენ. გარდაცვლილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი იყო. 

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა  თუთარაშვილი სცემეს და შემთხვევის ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს. ცოცხალ-მკვდარი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

თავი ჰქონდა დაჩეჩქვილი სულ, თვალებიც  დაზიანებული ჰქონდაო. არ ვიცით,  ექიმი ამბობს, რომ რაღაც მძიმე საგანი ჰქონდა დარტყმული, - ამბობს  ადგილობრივი. 

ერთ-ერთი ადგილობრივი მკვლელობამდე მომხდარ დეტალებზე საუბრობს.

ოჯახში მაგიდა ყოფილა  გაწყობილი, შეიპატიჟეს. იმ ოჯახს იცნობდა, სამი წელი კაცი იქ მუშაობდა. შეიპატიჟეს და გაჩერდა ცოტა ხანი. მერე მაგიდაზე ურეკავს ვიღაცა, რომ გამოდიო, პარკი უნდა გაგატანოთ თბილისშიო. გამოვიდა  და დაიკარგა. ერთი ოცი წუთის შემდეგ ნახეს მერე იმ სახლიდან ერთ 20 მეტრში. ამბობენ, ორია დაკავებულიო და ჩვენ არც ერთი არ გვინახავს, ვინაა დაკავებული, - ამბობს თანასოფლელი.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე საქართველოს სს კოდექსისი 117 მუხლით არის აღძრული.