40 მლნ ლარი და 400 ახალი ავტომობოლი - სახელმწიფო უწყებები ისევ ავტოპარკს აახლებენ

08.06.21 11:46
40 მლნ ლარი და 400 ახალი ავტომობოლი - სახელმწიფო უწყებები ისევ ავტოპარკს აახლებენ

40 მლნ ლარი და 400 ახალი ავტომობოლი - სახელმწიფო უწყებები ისევ ავტოპარკს აახლებენ. კონკურსი გამოცხადებულია, თუმცა ირკვევა, რომ  ბიუჯეტში საკმარისი  ფული არ აქვთ, ამიტომ სახელმწიფო 300 პიკაპს და 100 ოპერატიული დანიშნულების ავტომობილს ნისიად იყიდის. 

მიმდინარე  წლის განმავლობაში სახელმწიფო ავტოპარკს უკვე მეოთხედ ანახლებს, თუმცა უცნობია, სად მიდის ძველი ავტომობილები. 

ავტომობილები, სავარუდოდ, ამჯერადაც გომელაურის უწყებას მოხმარდება, თუმცა ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ დაუდასტურებია. 

კორუფციის მკვლევარები კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ  აღნიშნული ავტომობილები შესაძლოა,  პირდაპირ მაღალჩინოსნებზე ფორმდებოდეს. ასევე,  არსებობს ვერსია, რომ  ავტომობილები აუქციონზე მაღალჩინოსნებისთვის ხელსაყრელი პირობებით იყიდება.

გამარჯებულ კომპანიას თანხებს აუნაზღაურებენ 2022-23 და 24 წლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროება ახლა დგას მანქანების შეძენის, მაგრამ ამჟამად ბიუჯეტში ფული არ არის. ეს ავტოპარკი ძალიან მალე ძველდება და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სად მიდის ეს მანქანები. ეს არის ჩანაცვლება, თუ ეს არის ავტომობილების დამატება? თუ ჩანაცვლებაა, სად არის ძველი ავტომობილები და თუ დამატებაა, მაშინ რაში გვჭირდება ამდენი ავტომობილი. თუ ეს ძველი ავტომობილები გადაეცემა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, ე.ი, არ ყოფილა ეს ძველი ავტომობილები და მათ ჰქონიათ რესურსი. იმ პირობებში, როცა ეკონომიკური კრიზისი გაქვს, არ არის აუცილებელი 400 ავტომობილის შეცვლა. შსს ავტომანიით არის შეპყრობილი, - ამბობს ბესო დონაძე. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებს და ის მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. 

ეს არის არამიზნობრივი ხარჯი და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავს ქმედებებზე, მსგავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

შეკითხვაზე ავტოპარკის სისტემატიურ განახლებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებას“  კონკრეტული პასუხი აქვს. ისინი ამბობენ, რომ ავტომობილები მოქალაქეების საჭიროებას ხმარდება, თუმცა უცნობია, რაში სჭირდება ხალხს 40 მლნ-ის ავტომობილი. 
 

მსგავსი სიახლეები