N8 საპყრობილეში სატელეფონო კავშირი პარალიზებულია - გიორგი ფანცულაია

08.06.21 12:10
N8 საპყრობილეში სატელეფონო კავშირი პარალიზებულია - გიორგი ფანცულაია

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სატელეფონო კავშირი პარალიზებულია და ამის გამო პატიმრებთან კონტაქტი პრობლემას წარმოადგენს.

კიდევ ერთი ფაქტი 2021 წლის "გაწიკწიკებულ" საქართველოდან!!! 
ადვოკატის მიერ ციხეში შესვლა და პატიმრის ნახვა უკვე ვიცით წარმოუდგენელ ჯოჯოხეთი გახდა და ერთი პატიმრთან შესახვედრად 4-5 საათიანი ლოდინიც არ ყოფნის, ხო და დღეს დილის 8 საათზე მივედი ციხეში, რომ რიგში არ ვყოფილიყავი და სასამართლო პროცესებამდე მომესწრო პატიმრის ნახვა.
იცით ამჯერად რა მოხდა?????
მთელს N8 საპყრობილეში პარალიზებული იყო/არის სატელეფინო კავშირი და პატიმარს ვერ დაგვალაპარაკეს ვერც მე და ვერც სხვა ადვოკატებს თავიანთი პატიმრებს...
ვცადე, სხეულის ენით ამეხსნა შუშის იქეთ მყოფ პატიმარზე სამართლებრივი საკითხები, ისიც იქედან სალტოებს აკეთებდა თავისი პრობლემების მოსაყოლად, მაგრამ ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს და დავუშალეთ/წამოვედი უკან...
P.S. კიდევ ერთი ფაქტი გაწიკწიკებული საქართველოდან... მმართველობის 9 წლის თავზე -  წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფანცულაია.