"ვერ ვსუნთქავთ" - ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვს
ქუთაისელები შველას ითხოვენ. ნიკეას ქუჩის მოსახლეობა ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება ნაგავსაყრელის დაკონსერვებას. უკვე ორი დღეა, ყოველ საღამოს ხალხი ქუჩაში გადის და აქციას მართავს. ნაგავსაყრელი ადგილობრივი მოსახლეობის შორიახლოს მდებარეობს, რის გამოც ცხოვრება ხალხისთვის გაუსაძლისი ხდება. ნარჩენებისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი და სრული ანტისანიტარიაა. ხალხს მოზარდების ეზოში გაშვებაც კი ეშინია.
არავინ იცის, რა დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს ტოქსიკური ნივთიერებები. ადგილობრივ მოსახლეობას წუხელ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელიც შეხვდა.
ვერ ვსუნთქავთ, თუ გააღე ფანჯარა საერთოდ საშინელებაა. ჩვენი მოთხოვნაა, ან დახურონ ან გადაიტანონ, ან რაღაცა მოგვიხერხონ". - ამბობს ადგილობრივი.