არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

08.06.21 13:23
არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

იაღლუჯის ბაზაზე, ჯარისკაცების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების  საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. დაცვის მხარე სხდომაზე  რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს, მეორე შუამგდომლობა კი მტკიცებულებების დასაშვებობას ეხება. დაცვის მხარე მტკიცებულების სახით ბრალდებულების დახასიათებას წარადგენს. 

ჯარისკაცების წამებაში ბრალდებულები აპრილში დააკავეს. ორივე ბრალდებული ამ დრომდე  დუმილის უფლებას იყენებს. 

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.