მკვლელობა ქვებითა და ხელკეტებით - ლენტეხში მოკლული კაცის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

08.06.21 15:12
მკვლელობა  ქვებითა და ხელკეტებით - ლენტეხში მოკლული კაცის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს


მკვლელობა  ქვებითა და ხელკეტებით - ლენტეხში მოკლული 47 წლის რობიზონ თუთარაშვილის ოჯახი  საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავეების უმკაცრესად  დასჯას ითხოვს. სოფელ ჩიხარეშის მცხოვრებლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია. ადგილობრივები თუთარაშვილის ოჯახის მსგავსად ოთხ დაკავებულზე საუბრობენ, თუმცა არიან თუ არა ისინი თავდასხმაში მონაწილე პირები, თუ იმ ოჯახის წევრები, სადაც ბოლოს მამაკაცის სტუმრად იმყოფებოდა, არ იციან. 

თქვეს, რომ ვითომ ფულს სთხოვდნენ და გამოძალვა იყოო, რაც გვსმენია ჭორის დონეზე ,ეს ვიცით მარტო. მძღოლს ყველა ვიცნობდით ჩვენ. გვიწევდა თბილისში წასვლა-წამოსვლა და ძალიან კარგი პიროვნება იყო, ზრდილობიანი, პატიოსანი. იძახიან, 4 დაჭერილი არისო, 2 ეძებენო, -  ამბობს ადგილობრივი. 

ინფორმაცია დაკავებულების შესახებ შსს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. 

მძიმე დანაშაული სოფელ ჩიხარეში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ -ერთი ვერსიით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ფიზიკურად ორი პირი გაუსწორდა. დაპირისპირებიდან  რამდენიმე წუთში კი თავდამსხმელებმა სასტიკად ნაცემი მამაკაცი სასიკვდილო დაზინებებით შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და გაიქცნენ. სასტიკი მკველობის მოტივი სავარუდოდ თანხის გამოძალვა გახდა.