გასროლა გურჯაანში პნევმატური იარაღიდან - დაშავებულია 9 წლის ბიჭი
არსებული ინფორმაციით, გურჯაანში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოზარდების თამაშის დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთ მოზარდს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ მოზარდს თვალის არეში მოხვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ბავშვი მიღებული დაზიანებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს თუმცა მისი მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.