ჯერ დაათვალიერეთ, მერე კამერების გარეშე შედით და ბოლოს გავხსნათ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

08.06.21 15:27
ჯერ დაათვალიერეთ, მერე კამერების გარეშე შედით და ბოლოს გავხსნათ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებს მოუწოდებს, ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე ეტაპად შევიდნენ. მისი თქმით, ის პანსიონის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ დაწესებულებაში მედია შეუშვან.

ბავშვები არიან დაძაბულები 2 თვეა აქ დგახართ, მძიმეა ესეთ პირობებში ცხოვრება. ამიტომ  ვიძახი, რომ პირველ ეტაპზე, რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ, მეორე ეტაპი იყოს ისეთი, რომ შეხვიდეთ მიკროფონებისა და კამერების გარეშე, მოისმინოთ და მერე მოყვეთ და შემდეგი ეტაპი უკვე იყოს, რომ სრულად გავხსნათ ყველანაირად, ეტაპობრივად",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.