"თვითონ მოდიოდა პოლიციასთან, იარაღიც თვითონ მისცა" - 14 წლის გოგო მკვლელობისთვის დაკავებულის მამა
14 წლის გოგოს მკვლელობა - დაკავებული ასიმ ასლანოვის მამა დაკავების პეცოპერაციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სამი დღის შემდეგ მისი შვილი თავად ჩაბარდა პოლიციას.
დააკავეს, ასე იძახიან, თვითონ მოდიოდა პოლიციასთან და მაგ დროს დაიჭირეს, თვითონ ჩაბარდა. სად იყო სოფელში იყო ტყეში, არ ვიცი". - ამბობს მამა.
ასიმ ასლანოვი სამ დღიანი მიმალვის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა იორმუღანლოს ტყეში აიყვანა. შეიარაღებულ თავდამსხმელს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც იმ სოფელში დაბრუნებას აპირებდა, სადაც 14 წლის ბავშვი ჩაცხრილა.
28 წლის კაცს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალის დადგენილებას ცოტა ხანში გააცნობენ. ახლა საინტერესოა, დააკავებენ თუ არა იმ ადამიანებს, ვინც 14 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ყველაფერი იცოდა, თუმცა დანაშაული დაფარა და პოლიციას 2 თვის განმავლობაში არ მიმართა.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა.