ბათუმში, პირველკურსელებს კონსტიტუციაზე ირაკლი კობახიძის წიგნი აჩუქეს

10.10.23 13:51
ბათუმში, პირველკურსელებს კონსტიტუციაზე ირაკლი კობახიძის წიგნი აჩუქეს

ბათუმში პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი აჩუქეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი მანველიძე წერს.

"შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტებს შევხვდი და საჩუქრად გადავეცი "კონსტიტუციური სამართალი" ირაკლი კობახიძის ავტორობით, რომელიც ვფიქრობ, სტუდენტებს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარებათ" - წერს მანველიძე.