ქოროღოს კოშკი აღარ არსებობს - დაანგრიეს

10.10.23 14:45
ქოროღოს კოშკი აღარ არსებობს - დაანგრიეს

ქოროღოს კოშკი აღარ არსებობს - მ-10 საუკუნის ისტორიული ძეგლი დაშლილია - ინფორმაციას და ფოტოებს მემკვიდრეობის პლატფორმა ავრცელებს: 

სამწუხაროდ, გიზიარებთ ხადის ხეობაში მთლიანად დანგრეული ქოროღოს კოშკის ფოტოს, რომელიც გადაღებულია 2023 წლის სექტემებრში. ვინ დაანგრია კოშკი და რა მიზნით ჩვენთვის უცნობია. დანგრეული კოშკის ფოტო მოგვაწოდა პიტერ ნაისმიზმა. შედარებისათვის, იხილეთ ქოროღოს კოშკის ფოტო 2022 წლის მდგომარეობით (ფოტო ვიკიპედიიდან)"- წერს ორგანიზაცია.