"სასტიკად იქცევიან, კლავენ და აუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს".. - მძიმე ცნობები ისრაელიდან

10.10.23 15:21
"სასტიკად იქცევიან, კლავენ და აუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს".. - მძიმე ცნობები ისრაელიდან

ომის მეოთხე დღე ისრაელში - ყველაზე მძიმე ვითარება ახლა სამხრეთშია, თუმცა განგაშია თელავივშიც,  სადაც ხალხი თავს თავშესაფრებს აფარებს. აფეთქებების იყო ცოტა ხნის წინაც, თუმცა ყველა რაკეტა ისრაელის საჰაერო სისტემამ გაანეიტრალა. 

ისრაელის მოქალაქეები კი ჰამასის სისასტიკეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელების ერთიანობაა. 

1000-ით ტერორისტი შემოვიდა ქვეყანაში. ისინი კლავენ, აუპატიურებენ, ანადგურებენ და იტაცებენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. სასტიკად ექცევიან ყველას განურჩევლად ასაკისა და სქესისა. სიტყვებიც არ მაქვს აღვწერო ის, რაც მათ ჩაიდინეს. იმედი მაქვს, ამჯერად ნამდვილად გავიმარჯვებთ ამ ომში და სრულად დავამყარებთ კონტროლს ღაზის სექტორზე, - ამბობს ისრაელის მოქალაქე. 

ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ჰამასს ნულოვანი ჰუმანურობა აქვს და ის უნდა განადგურდეს. 

ის, რაც შაბათს დილიდან დაიწყო, სრულიად გამაოგნებელი იყო ჩვენთვის. ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს აქვს ნულოვანი ჰუმანურობა. ისინი კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, მშვიდობიან მოსახლეობას. მათი ეს თავდასხმა იყო გამოღვიძება ჩვენთვის, რომ ჩვენ ისინი უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ მოვიგებთ.ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი, ასეთია ჩვენი ბედი, მუდმივად ვართ საფრთხის ქვეშ, მაგრამ ახლა უკვე გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენ ეს ბრძოლა საბოლოო გამარჯვებით უნდა დავასრულოთ, - ამბობს ადგილობრივი.

ისრაელის მთელ პერიმეტრზე  ტერორისტებს ისევ ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საზღვარი 100-მდე შეიარაღებულმა პირმა გადაკვეთა. აქედან, ოფიციალური ინფორმაციით,  მხოლოდ 400-ია განეიტრალებული.