ლაზარეს მამას სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

10.10.23 15:10
ლაზარეს მამას სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ირინა გოგოლაძემ ბექა გრიგორიადისთან ერთად სამართალდამრღვევად ცნო მისი ძმაც, კახა გრიგორიადისიც და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სამართალდამცავებმა ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კახა გრიგორიადისი კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.