ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა - ისრაელელი გენერალი
აშქელონიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება - ადგილზე სამხედრო ძალები ჟურნალისტებთან ერთად რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
კადრებში კარგად ჩანს, როგორც გამოჰყავთ ცხედრები სახლებიდან და ავტომობილებიდან. ამქვეყნიდან, რომელიც ღაზას სექტორთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ცეცხლის ალში გახვეული ღაზაც კარგად ჩანს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, კფარ აზას კიბუცში, სამხრეთ საზღვართან ახლოს ჰამასის ტერორისტებმა დაახლოებით 70 ადამიანი მოკლეს.
"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.
"თქვენ ხედავთ ჩვილებს, მათ დედებს და მამებს, მათ საძინებლებში და დაცულ ოთახებში როგორ მოკლეს ისინი ტერორისტებმა - ეს არ არის ომი. ეს არის ის, რაც ცხოვრებაში არასდროს მინახავს, ჩვენ წარმოვიდგენდით ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ევროპაში პოგრომების დროს, მაგრამ ასეთი არასდროს გვინახავს უახლეს ისტორიაში." - თქვა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.