სამდღიანი სპეცოპერაცია დასრულებულია - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იორმუღანლოს ტყეში დააკავეს

10.10.23 20:19
სამდღიანი სპეცოპერაცია დასრულებულია - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იორმუღანლოს ტყეში დააკავეს

 

 

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ხელბორკილები  იორმუღანლოს ტყეში დაადეს. 28 წლის ალიმ ისლანოვის  სამდღიანი ძებნის სპეცოპერაცია დასრულებულია.  პირველების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა. მას თან ჰქონდა იარაღი, რის გამოც იყო რისკი პოლიციელების მიმართულებით გასროლის, ამიტომ შს სამინისტრომ  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად სპეცრაზმი გააგზავნა. 

კაცს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც იმ სოფელში დაბრუნებას აპირებდა, სადაც 14 წლის მოზარდი ჩაცხრილა.  ის ახლა სამარტოო საკანში სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. 

28 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება, თუმცა უმძიმესი საქმე ამით არ სრულდება.  ახლა საინტერესოა, დააკავებენ თუ არა მათ, ვინც ისლანოვს მიმალვაში ეხმარებოდნენ ან მათ, ვინც  14 წლის ბავშვზე ძალადობის  ამბავს  ორი თვის განმავლობაში მალავდნენ. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები