მარიჯანის ქუჩაზე ხალხი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - კალაძე პასუხისმგებლობას იხსნის
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანების უსაფრთხოებაზე? „პირველებმა“ გაარკვია, რომ მარიჯანის ქუჩაზე მდებარე შენობის დემონტაჟზე ზედამხედველობა გიორგი ქარაზანაშვილის კომპანიას უნდა განეხორციელებინა. ქარაზანაშვილი „ქართული ოცნების“ უახლოესი გარემოცვის წევრი და კომოს ტბის ცნობილი ვოიაჟის მასპინძლის, ბიზნესმენ ბარნაბიშვილის მეგობარია.
რატომ არ მოხდა საშიშ შენობასთან ერთი გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმა მაინც, რომ ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხისგან თავი დაეცვათ. გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ხალხი პანიკაშია. ადამიანები იქ სასწაულით გადარჩნენ. ძლიერი ქარის შედეგად შენობიდან ჩამოყრილმა ბლოკებმა ათზე მეტი მანქანა დააზიანა. თბილისი მერი კი პასხუსმგებლობას იხსნის და ხელს მშენებელი კომპანიისკენ იშვერს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.