ისრაელი ისევ მასირებული შეტევების სამიზნეა - რა ხდება ომის ეპიცენტრში?
უკვე 2 საათია ისრაელი მასირებულ შეტევებს იგერიებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ განგაშია გამოცხადებული. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ჰამასმა ისრაელის ქალაქების მისამართით ასობით რაკეტა გაუშვა. მათ შორის ლიბანიდანაც. სამიზნე ისევ ქალაქი აშქელონია, სადაც დღეს ისრაელის არმია შევიდა. ღაზას სექტორის ნახევარი, პრაქტიკულად, მიწასთან არის გასწორებული. ისრაელზე 4 დღიანი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე ათასს გადაცდა.
სულ ამ ოთხი დღის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 5 ათასამდე რაკეტა გაუშვეს. ისრაელში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ხალახი სხვა ქვეყნებიდან ჩადის, რათა ქვეყნის თავდაცვის ძალებს შეუერთდეს. ახლა ყველა სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ელოდება, რომელშიც 360 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
ისრაელი მანამდე არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე ღაზას სექტორს ბოლომდე არ გაწმენდს ტერორისტებისგან.
ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.