"ვიღაცის ინტერესია სავარაუდოდ" - თაღლითობაში ბრალდებული ცნობილი ნოტარიუსები ბრალს არ აღიარებენ

11.10.23 13:21
"ვიღაცის ინტერესია სავარაუდოდ" - თაღლითობაში ბრალდებული ცნობილი ნოტარიუსები ბრალს არ აღიარებენ

დაკავებების სერია  იუსტიციის სამინისტროში  - თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ცნობილი ნოტარიუსები, ნუნუ გინტური და ზაალ ბათუაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. 

ირკვევა, რომ სამი პირი თბილისის პროკურატურაში მესამედ გამოკითხვის შემდეგ გუშინ დააკავეს. 

ბრალდება სრულად აბსურდულია, მოაზრებულია, თითოქს ეს ადამიანები არიან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის, თაღლითობის საქმეში ბრალდებულების დამხმარეები. არცერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც ამის შესატყვისი იქნება, ბრალეულობის რელევანტური იქნებოდა, საქმეში დღეის მოცემულობით არ არსებობს. გამოძიება საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და კონკრეტული მასალა, კონკრეტული სამხილი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ფიზიკურად არ არსებობს" - აცხადებს "პირველებთან" ადვოკატი შოთა მანელიძე. 

დაკავებულების კიდევ ერთი ადვოკატი, ზურაბ ბელთაძე "პირველებს" უყვება, რომ ნოტარიუსებს სესხის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. 

ეს არის ჩვეულებრივი სანოტარო მოქმედება, ორი მხარის მონაწილეობით. სწორედ ამ ხელშეკრულებების გამო არის დაკავებული. ბრალდების მხარე თვლის, რომ ეს ხელშეკრულები არ არის კანონის შესაბამისად დადებული. მხარემ არ იცოდა. ადრეც ამას ედავებოდნენ და სამი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ახლაც ვიღაცის ინტერესია სავარაუდოდ"- აცხადებს ადვოკატი. 

ცნობილ ნოტარიუსებს და ერთ-ერთის თანაშემწეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ყველა მათგანს გამოძიება 2 მილიონზე მეტი  ლარის  ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას ედავებიან.

საქმე ე.წ. თაღლითი მაკლერების აფერას ეხება, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბინებს აგირავებდნენ შემდეგ კი დაზარალებულებს ქუჩაში ტოვებდნენ.

ამ თემაზე გამოძიება "შაბათის ეთერმა" მოამზადა.  დგინდებოდა, რომ ორგანიზებული ჯგუფს ერთ ხელშეკრულებაში ნოტარიუსები ქრთამს  400 $-ს ართმევდნენ.

მსგავსი სიახლეები