თვითმფრინავი, რომელსაც ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავს, წუთი-წუთზე ჩამოფრინდება

11.10.23 15:12
თვითმფრინავი, რომელსაც ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავს, წუთი-წუთზე ჩამოფრინდება

ომის ეპიცენტრის დატოვება საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა შეძლო - "თელავივი-თბილისის "დამატებით რეისს  თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში წუთი-წუთზე ელოდებიან.

"აირზენას" თვითმფრინავი, რომელსაც ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეები გადმოჰყავს, თურქეთის საჰაერო სივრცეშია და ის დაგვიანებით, 20 წუთში დაჯდება აეროპორტში. 

რეისი სრულდება ბოინგ 737-ით, რაც არის ყველაზე დიდი თვითმფრინავი აირზენას პარკში, თუმცა ამის მიუხედავად, საკმარისი არ აღმოჩნდა ხალხის გადმოსაყვანად.

ამ დრომდე კი საქართველოს ხელისუფლებას ჩარტერული რეისი ომის ეპიცენტრში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად არ ჩაუნიშნავს.