შესაძლებელია სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი საჭესთან ნასვამი იქნება, ძრავა არ ჩაირთოს - კახაძის ინიციატივა

08.06.21 17:52
შესაძლებელია სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი საჭესთან ნასვამი იქნება, ძრავა არ ჩაირთოს -  კახაძის ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე, ნასვამი მძღოლების დასასჯელად საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვას ითხოვს.

კახაძის ინიციატივით, მანქანებში უნდა დამონტაჟდეს სენსორები, რომელიც ნასვამ მოქალაქეს ავტომობილის მართვის შესაძლებლობას არ მისცემს.

მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა, თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ, ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ - განაცხადა ლადო კახაძემ.

კახაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც განმეორების შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს.

მსგავსი სიახლეები