„ტრენინგების საქმეზე" სუს-ში გამოკითხვაზე კულტურის პროფკავშირის დამფუძნებელიც დაიბარეს
„ტრენინგების საქმეზე" სუს-ში გამოკითხვაზე კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენელი გიგა ბექაურიც დაიბარეს.
ამის შესახებ „პუბლიკას“ თავად ბექაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, მან უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
„მე შეხება არ მქონია CANVAS-სთან, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან, მე ვმუშაობდი ფონდისთვის. დამკვირვებელი ვიყავი რეალურად ტრენინგის პროცესის, ტექნიკური თვალსაზრისით, რა მომწონს და რა არ მომწონს, უნდა გამეზიარებინა შემდეგ. დავესწარი როგორ მესამე პირი, შეიძლება ითქვას, როგორც დამკვირვებელი.
არაფერი მსგავსი, რომელსაც ამ ტრენინგს ედავებიან, არ ყოფილა, სავსებით პირიქით იყო. პროცესი მანიპულაციურია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქ მსხვერპლი არის ხალხი, რომელიც უნდა მოტყუვდეს ამ რაღაცა ფარსით“, – ამბობს ბექაური „პუბლიკასთან“.